Thursday, November 26, 2009

ინფორმატიკის კაბინეტი 57-ე სკოლაში.

პროექტის სახელი ინფორმატიკის კაბინეტი 57-ე სკოლაში.
პროექტის მოკლე აღწერა: ეს პროექტი ითვალისწინებს ინფორმატიკის კაბინეტის
მოწყობას თანამედროვე პირობების შესაბამისად - თანამედროვე კომპიუტერები, პროექტორი, პრინტერი და სწრაფი ინტერნეტი.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია თანამედროვე კომპიუტერული კლასის მოწყობა 57-ე სკოლაში. საწყის ეტაპზე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საკლასო ოთახი: რა მინიმალური ფართობია აუცილებელი, როგორი ნათურებით ჯობს ოთახის განათება, რომელი ქოთნის მცენარეების ქონაა რეკომენდირებული და ა.შ. მოსწავლეთა მეორე ჯგუფი იმუშავებს კომპიუტერის მაგიდების დიზაინზე და საკლასო ოთახის სასურველ ინტერიერზე (კედლების ფერი, კარადების ზომა, მაგიდების განლაგება და ა.შ.). მესამე ჯგუფი მოიძიებს და შეაჯერებს ინფორმაციას, თუ რა ტექნიკაა აუცილებელი კომპიუტერული კლასის აღსაჭურვად (მაგ., პროექტორი, სკანერი, …). პროექტის რეალიზაციის ბოლო ეტაპი გულისხმობს შეკრებილი ინფორმაციის ორგანიზებას და წარდგენას სამეურვეო საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების წინაშე. სამეურვეო საბჭომ შესაძლოა მოიძიოს სპონსორები საჭირო ტექნიკის ან ავეჯის შესაძენად.
მოსწავლეთა ასაკი: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, სამეურვეო საბჭო.
ვადები: 1-2 თვე სასწავლო წლის დასაწყისში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესასრულებელი სამუშაოს განაწილება, დისკუსია პრობლემის გადასაჭრელად, სამეურვეო საბჭოს ინფორმირება.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკლასო ოთახი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება როგორც მოსწავლეთათვის, ასევე პედაგოგებისათვის.
სასარგებლო სხვებისათვის: ეს კაბინეტი დაეხმარება მოსწავლეთა არაერთ თაობას
ინფორმაციის მოპოვებაში, პრეზენტაციის მოწყობასა თუ გაკვეთილის ჩატარებაში.
სამუშაო ენა: ქართული.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები -
ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება
პროექტის ფასილიტატორი: ლია ტოლიაშვილი, 57-ე სკოლის მასწავლებელი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ltoliashvili57@gmail.com